Thumbnail

იოვიჩის ტრანსფორმაცია - სერბი ბუნდესლიგაში დუბლით დაბრუნდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • აინტრახტი 3:1 შალკე
  • ლუკა იოვიჩს თითქმის 1-წლიანი უგოლო სერია ჰქონდა

გერმანის ბუნდესლიგის მე-16 ტურში ფრანკფურტის აინტრახტმა გელზენკირხენის შალკე 3:1 დაამარცხა და დუბლი გუნდში 3 დღის წინ დაბრუნებულმა ლუკა იოვიჩიმა შეასრულა. სერბი ფორვარდი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო და 10 წუთი დასჭირდა, რომ დაბრუნება გოლით აღენიშნა. იოვიჩმა მატჩის მიწურულს მე-2 გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ლუკა იოვიჩს თითქმის 1-წლიანი უგოლო სერია ჰქონდა! მან რეალის მაისურით ბოლოს გოლი 2020 წლის 9 თებერვალს პამპლონას ოსასუნასთან მატჩში შეაგდო.

სერბმა აინტრახტის მაისურით დუბლის შესრულებას 30 წუთი მოანდომა, არადა, "სამეფო გუნდში" 2 გოლი წელიწადნახევარში გაიტანა და ამისთვის 32 თამაშის ჩატარება დასჭირდა. შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ლუკა იოვიჩი აინტრახტში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გაუშვა.

📺 იოვიჩის დუბლი შალკესთან

კომენტარები

ბოლო ამბები