Thumbnail

მილანი ლიდერების გარეშე დარჩა - ორი დადებითი პასუხი COVID-19-ზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტეო ერნანდესი და ჰაქან ჩალჰანოღლუ მილანს გამოაკლდნენ
  • 'როსონერი' წამყვანი მოთამაშეების გარეშე დარჩა

მილანში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. კალიარისთან მატჩის წინ, პროტოკოლის მიხედვით, "როსონერის" მთელ შემადგენლობას COVID-19-ის ტესტირება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ტეო ერნანდესი და ჰაქან ჩალჰანოღლუ ინფიცირებულნი არიან.

ფრანგ და თურქ ფეხბურთელებს კორონავირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდათ და ორივე მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ისინი მილანს იქამდე ვერ დაეხმარებიან, სანამ ტესტი უარყოფით პასუხს არ აჩვენებს და ეს როდის მოხდება, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე უცნობია.

ტესტის სხვა პასუხები უარყოფითი გამოდგა. მილანს ინფიცირებულები ჰყავს ანტე რებიჩი და რადე კრუნიჩიც, რომელთაც ვირუსი 6 იანვარს დაუდასტურდათ. მიმდინარე თვეში მილანი კალიარის, ატალანტას და ინტერს (იტალიის თასზე) დაუპირისპირდება და ცხადია, არსებული დანაკლისით ძალიან გაუჭირდება.

ტეო ერნანდესმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ჰაქან ჩალჰანოღლუმ 17 შეხვედრაში თავი 1 გოლით და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები