- 'მაუნთინის' რინგზე დებიუტი ფრედ დასრულდა
- ჰაფტორ ბიორნსონი ცნობილი სერიალიდან ალბათ ბევრს გახსოვთ
ისლანდიელი 'სტრონგმენი' - ჰაფტორ ბიორნსონი Game of Thrones-იდან ალბათ ბევრს გახსოვთ, სადაც ბიორნსონი გრეგორ კლეგეინის, იგივე 'მაუნთინის' როლს ასრულებს. პერსონაჟის, რომელიც ლანისტერების ერთ-ერთი სასიკვდილო იარაღია.
ბიორნსონს პარასკევს კრივში დებიუტი ჰქონდა, სამოყვარულო-სანახაობრივ დონეზე, სკანდინავიელმა გოლიათმა, დუბაიში 3 რაუნდი იჩხუბა და პროფესიონალ მოკრივესთან, ინგლისელ სტივენ უორდთან მისი ბრძოლა, საბოლოოდ ფრედ დასრულდა.
"შესანიშნავი იყო, ძალიან გავერთე..." - ამბობდა ბიორნსონი. "იმედი მაქვს, ვინც ამ ბრძოლას ნახავს ისიამოვნებს და ჩემი კრივი მოეწონება." - ჭორები ვრცელდება, რომ ისლანდიელი სექტემბერში კიდევ ერთ 'სტრონგმენს' - ედი ჰოლს დაუპირისპირდება და კრივის ისტორიაში ყველაზე 'მძიმე ბრძოლა' შედგება.
"ბრძოლისთვის ვემზადები, MTK გლობალის გამოცდილებაც დაგვეხმარება და მაგარი ბრძოლა გამოვა..." - ამბობს ჰოლი. "ჩემ თავში ეჭვი არ მეპარება, საწყალ 'თორს' ვატირებ და უკან გავუშვებ თავის ყინულებში."
კომენტარები