Thumbnail

მარცხი საკუთარ მოედანზე - რუნიმ სამწვრთნელო საქმე წაგებით დაიწყო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რუნი სადებიუტო მატჩში როტერჰემთან დამარცხდა
  • დერბი ქაუნთი 23-ე ადგილს იკავებს და გავარდნის კანდიდატია

2 დღის წინ, მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა - უეინ რუნიმ, 18-წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა და დერბი ქაუნთის სრულფასოვანი მწვრთნელი გახდა.

აქამდე, რუნი დერბის 'დროებითი მოთამაშე-მწვრთნელის' სტატუსით ავარჯიშებდა, 15 იანვრიდან კი მთავარი მწვრთნელია. სადებიუტო მატჩი, ახალ ამპლუაში რუნიმ პრაიდ პარკზე როტერჰემის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.

რუნი და მისი ასისტენტი - შეი გივენი მატჩის მიმდინარეობისას

"დღეს როტჰერემმა გადაგვიარა..." - ამბობდა რუნი. "ბურთის კონტროლი და ზოგადად კონცენტრაციის ხარისხი ისეთი არ გვქონდა, როგორიც უნდა გვქონდეს თუ პრემიერლიგაში თამაში გვინდა."

"კოვიდ-19 მოსამზადებელ ეტაპს ქაოტურს ხდის და ეს გვაფერხებს, მაგრამ ამ წაგებას გამართლება არ აქვს. მთავარია შეცდომებზე ადეკვატური რეაქცია გვქონდეს და ყველაფერი გამოსწორდება." - უეინ რუნის გუნდი ცუდ დღეშია, დერბი 23 ტურის შემდეგ, 19 ქულით 23-ე ადგილზე იმყოფება და ლიგიდან გავარდნის კანდიდატია.

ჩემპიონშიფის ბოლო ტურში, ჰადერსფილდთან საშინაო შეხვედრა მოიგო თბილისის დინამოს ყოფილი მთავარი მწვრთნელის - ჩისკო მუნიოსის უოტფორდმა. ჩისკოს გუნდი მე-5 ადგილს იკავებს და პრემიერლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები