Thumbnail
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საფრანგეთში გრან პრიზე ჭიდაობს
  • 10 ქართველი მოჭიდავიდან 5 მოჭიდავე ფინალში იჭიდავებს

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ანრი დელანის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო გრან პრიზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 10 წევრიდან 9 ნახევარფინალში გავიდა, საიდანაც ფინალში გასვლა ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), დავით ტლაშაძემ (74 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ), გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მოახერხეს.

საფრანგეთის გრან პრიზე ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ), დათო მარსაგიშვილი (86 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. ფინალური ბლოკ დაახლოებით 12 საათისთვის დაიწყება.

 ზურა იაკობაშვილის გამარჯვება

ნიკა კენჭაძის გამარჯვება

კომენტარები

ბოლო ამბები