Thumbnail

'დამიჯერეთ, ჩვენ ეს შევძელით' - შერპებმა K2 დალაშქრეს, ზამთარში ეს პირველად მოხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნეპალურმა ექსპედიციამ მსოფლიოს მეორე მწვერვალი დალაშქრა
  • K2 უკანაკსნელი 8-ათასიანია, რომელზეც ადამიანი ავიდა

ნეპალურმა ექსპედიციამ ბრწყინვალე შედეგს მიაღწია - ზღვის დონიდან სიმაღლით მსოფლიოს მეორე მწვერვალი K2 (ჩოგორი) ზამთარში დალაშქრა. K2 ერთადერთი 8-ათასიანი იყო, რომელიც ზამთრის განმავლობაში არავის დაეპყრო. აქამდე 4 მცდელობა განხორციელდა, ყველა უშედეგო. 10-მა შერპმა მწვერვალს დღეს, ადგილობრივი დროით 16:58-ზე მიაღწია მწვერვალს. 

ექსპედიციის გამგზავრების წინ

"ჩვენ ეს შევძელით! დამიჯერეთ, ჩვენ ეს შევძელით - ამ მწვერვალზე ზამთარში არავინ ასულა, ყარაყორუმის "ველური მთა" წლის ყველაზე საშიშ პერიოდში დალაშქრულია", - წერს სოციალურ ქსელში ჩჰანგ დავა შერპა - "ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იმედია ყველანი მშვიდობით დაეშვებიან საბაზო ბანაკში".

16 Jan 2021 🇳🇵🏔🇵🇰 WE DID IT, BELIVE ME WE DID IT- JOURNEY TO THE SUMMIT NEVER DONE BEFORE 🦾The Karakorum's 'Savage...

Posted by Chhang Dawa Sherpa on შაბათი, 16 იანვარი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები