Thumbnail
  • PLANETMMA 2020 წელს UFC-ში წარმატებული ქვეყნების სიას აქვეყნებს
  • საქართველო მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს ესპანეთი და ნიგერია იყოფენ

საქართველოს UFC-ში 6 მებრძოლი ჰყავს: მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, ლიანა ჯოჯუა, რომან დოლიძე, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე. მათთვის 2020 წელი წარმატებული გამოდგა, რადგანაც UFC-ში რამდენიმე მათგანის დებიუტი შედგა, ხოლო ლიანა ჯოჯუას გარდა, ყველამ 2020 წელი წაუგებლად დაასრულა.

PLANETMMA-მ ინსტაგრამის გვერდზე 2020 წელს UFC-ში წარმატებული ქვეყნების სია გამოაქვეყნა - საქართველო მეორე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილზე ნიგერია და ესპანეთი არიან, რომელთა მებრძოლებსაც მოგების 100%-იანი შედეგი აქვთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა UFC-ში მხოლოდ 5 ბრძოლა ჩაატარეს.

ქართველმა მებრძოლებმა 14-დან 13 ბრძოლა მოიგეს, რაც ბრძოლების 93%-ს ნიშნავს. 2020 წელს UFC-ში ყველაზე მეტჯერ გიგა ჭიკაძემ იჩხუბა. მან 4-დან 4 ბრძოლა მოიგო, მერაბ დვალიშვილმა 3-ჯერ გაიმარჯვა, 2-2 მოგება აქვთ რომან დოლიძესა და ილია თოფურიას, ხოლო თითო მოგება გურამ ქუთათელაძესა და ლიანა ჯოჯუას. ერთადერთი მარცხი ლიანას ანგარიშზეა, რომელიც წლის ბოლოს ამერიკელი მეტოქესთან დამარცხდა. მას ცხვირი გაუტყდა და ბრძოლის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.

წესით, წელს პირველი ქართველი ოქტაგონზე 2020 წლის თებერვალში უნდა გასულიყო, თუმცა მერაბ დვალიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და კოდი სტამანთან დაგეგმილი ბრძოლა გაუუქმდა.

კომენტარები

ბოლო ამბები