- მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა
- პარი სენ-ჟერმენის ახალი მწვრთნელი იზოლაციაშია
პარი სენ-ჟერმენის ახალ მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდგინდა. 48 წლის არგენტინელი, რომელმაც პარიზული გრანდის დამრიგებლის პოსტზე გერმანელი თომას ტუხელი შეცვალა, იზოლაციაშია. ინფორმაცია პსჟ-მ პარასკევს საღამოს ოფიციალურად დაადასტურა.
ამრიგად, შაბათს, ანჟერთან მატჩში გუნდს პოჩეტინოს ასისტენტები, ხესუს პერესი და მიგელ დ’აგოსტინო უხელმძღვანელებენ.
მაურისიო პოჩეტინომ ტუხელი წლის დასაწყისში შეცვალა. სენტ ეტიენთან სადებიუტო მატჩში ფრის (1:1) შემდეგ, პარიზელებმა არგენტინელის ხელმძღვანელობით ჯერ ბრესტს მოუგეს (3:0), მერე კი საფრანგეთის სუპერთასის ფინალში მარსელი 2:1 დაამარცხეს. ეს პოჩეტინოს სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტულია.
კომენტარები