- დინამო თბილისმა ზორან მარუშიჩის ტრანსფერი დაადასტურა
- 27 თავდამსხმელმა შარშან ბელარუსის ჩემპიონატში ითამაშა
დინამო თბილისმა ახალი სეზონის წინ კიდევ ერთ ტრანსფერი სრულყო და ოფიციალურად დაადასტურა. როგორც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ვებგვერდი იტყობინება, დინამოს ზორან მარუშიჩი შეუერთდა.
სერბმა თავდამსხმელმა თბილისურ გუნდთან კონტრაქტი 1+1 წლის სისტემით გააფორმა. მარუშიჩი გასულ სეზონში ბელარუსის ჩემპიონატში, ნემანის ღირსებას იცავდა და 27 შეხვედრაში 10 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.
მარუშიჩს კარიერის განმავლობაში ბევრ გუნდში უთამაშია, მათ შორის სერბული და ბოსნიური კლუბების შემადგენლობაში.
კომენტარები