Thumbnail

ყველაფერი Cold War-ის და Warzone-ის აფდეითზე: ახალი რუკა, იარაღები და სხვა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • თამაშს ახალი იარაღი Wakizashi დაემატა: მის მოსაპოვებლად 'ჩელენჯი' უნდა შეასრულოთ
  • განახლების მეორე ნაწილი 4 თებერვალს გამოვა
  • 21 იანვარს თამაშში ახალ გმირს, ზენიას ვიხილავთ

Call of Duty Black Ops Cold War-სა და and Warzone-ს, პირველი სეზონის განახლება უნდა გამოვიდა: თამაშებს დაემატა ახალი ცივი იარაღი, რუკა მულტიფლეიერისთვის და ორი რუკა ექსკლუზიურად PlayStation-ის მოთამაშეებისთვის, რომლებზეც ახალი მოუდი Onslaught-ისთვის. ამას გარდა, უკვე შესაძლებელია ახალი მულტიფლეირ მოუდის Zombies თამაში, რომლის გამოცდაც 21 იანვრამდე იქნება შესაძლებელი. 

პირველი სეზონის განახლების მეორე ნაწილი 4 თებერვალს გაეშვება, რომელიც მოთამაშეებს მათ საყვარელ რუკა Express-ს შესთავაზებს Call of Duty: Black Ops II-დან. თამაშს უკვე დაემატა კიდევ ერთი ახალი რუკა Sanatorium-ი.

ახალი ცივი იარაღი Wakizashi

დღევანდელმა აფდეითმა თამაშში შემოტანა Wakizashi: კატანას სტილის ცივი იარაღი, რომლის შეძენა ონლაინ მაღაზიიდან შეგიძლიათ, Disavowed Assassin-ის პაკეტთან ერთად, თუმცა, გახსნა თამაშის შიდა 'ჩელენჯის' შესრულებითაა შესაძლებელი: ამისათვის, საჭიროა მოთამაშემ 10 თამაშში ორ-ორჯერ შეასრულოს 'ფინიშერი' საბრძოლო დანის გამოყენებით. რა თქმა უნდა, ეს არც ისე ადვილია, თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ფინიშერის შესრულება უკვე 'დავარდნილ' მტრებზეც შეიძლება, რაც საქმეს აიოლებს. თუ ამ ჩელენჯის შესრულებას აპირებთ, გირჩევდით, რომ მეგობრებთან ერთად ითამაშოთ და სთხოვოთ, 'დავარდნილი' მოწინაღმდეგეების ლოკაცია გითხრან. ამას გარდა, თამაში არ გიჩვენებთ, რამდენ მატჩში შეასრულეთ ორი ფინიშერი, შესაბამისად, სჯობს, ფურცელი და კალამი მოიმარჯვოთ და რიცხვები ჩაიწეროთ.

კიდევ ერთი სიახლეა Dropkick მოუდი, რომელშიც მოთამაშეები ექვსკაციანი გუნდებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თამაშის მიზანია, მოწინააღმდეგე გუნდზე ადრე მოიპოვო სპეციალური ჩანთა, რომელშიც ბირთვული იარაღის კოდებია მოთავსებული. როდესაც ორი გუნდი რუკაზე ეშვება, თითოეული მათგანი ჩანთის პოვნას ცდილობს. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი გუნდი ჩანთას დაისაკუთრებს, მას მეორე გუნდისგან მოუწევს მონაპოვარის დაცვა. თუკი ერთ-ერთი გუნდი, შეძლებს, 200 ქულის მოგროვებას და ჩანთის შენარჩუნებას, ის გაიმარჯვებს.

Dropkick-ის კიდევ ერთი უნიკალური თვისება ისაა, რომ მოკლული მოთმაშეების გაცოცხლება (ე.წ. 'რისფავნი') არ ხდება, თუკი მათ თანაგუნდელს ზურგჩანთა აქვს. როცა ზურგჩანთის მფლობელი კვდება, მისი თანაგუნდელები ცოცხლდებიან. 

ახალი გმირი Zenya

ზომბების ახალ მოუდს Cranked Zombies ჰქვია და მასში მოთამაშეებმა, გარკვეული დროის განმავლობაში, უნდა მოახერხონ ზომბების დახოცვა. ეს მოუდი Die Maschine-ის მსგავსია: მას შემდეგ, რაც მოთამაშე პირველ ზომბს მოკლავს, ირთვება წამზომი, რომელმაც ნულს არ უნდა მიაღწიოს. რაც შეეხება PlayStation-ის ექსკლუზიურ მოუდ Onslaught-ს, ის ახალ რუკა Raid-ზე მიმდინარეობს. მოუდში ქალაქი ლოს ანჟელესში, ზომბებმა გაანადგურეს. თქვენი გუნდი ერთ-ერთი სახლშია გამაგრებული და ცდილობს, ტერიტორია ზომბებისგან დაიცვას. 

თამაშს ახალი გმირი, ზენია 21 იანვარს დაემატება. განახლების მეორე ნაწილი 4 თებერვალს გამოვა, რომელშიც Black Ops II-ის რუკა Express, Onslaught მოუდი და რუკა Firebase Z შევა. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები