Thumbnail

ტაშკენტის ფახთაქორმა გუნდიდან წასული შოთა არველაძის შემცვლელი იპოვნა და შორს წასვლა ნამდვილად არ დასჭირვებია, რადგანაც თავკაცად აქამდე ქართველის ასისტენტად მომუშავე ნიდერლანდელი პიეტერ ჰუისტრა დანიშნა.

“ჰუისტრას ჩვენს გუნდში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია, რადაგანაც შოთა არველაძის დამხმარე გახლდათ. ეს ნიშნავს, რომ ფახთაქორი ისევ იმ შემტევი ფეხბურთის მიმდევარი იქნება, რომელსაც უკანასკნელ წლებში მიჰყვებოდა”, - ნათქვამია ტაშკენტელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Congratulations to @pieterhuistra on being named @pakhtakor_fc new head coach! Wish u all the best my friend 😍

Posted by Shota Arveladze on Friday, January 15, 2021


ყოფილი თანაშემწის დაწინაურებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად არველაძე და ნიდერლანდელს ახალ პოსტზე დანიშვნა მიულოცა:

“პიეტერ ჰუისტრას ფახთაქორის მწვრთნელად დანიშვნას ვულოცავ. მეგობარო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ”.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ფახთაქორში 2017 წლიდან მუშაობდა და 5 ტიტული მოიპოვა. 2019 წელს უზბეკეთის ჩემპიონობა, თასი და ლიგის თასი, ხოლო 2020 წელს უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი. მის სამწვრთნელო შტაბში არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც მუშაობდნენ. ჰუისტრა ფახთაქორში ასევე 2017 წელს გამოჩნდა, ის და შოთა კი ერთმანეთს გლაზგოს რეინჯერსიდან იცნობდნენ, სადაც არაერთი წლის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები