Thumbnail
  • ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს
  • პანდემიის მიუხედავად, უეფა ტურნირთან დაკავშირებით გეგმის შეცვლას არ აპირებს
  • როგორ შეძლებენ გულშემატკივრები ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებას 

უეფა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ფორმატსა და 2021 წლის ზაფხულისთვის გადმოტანილი ევროპის ჩეპიონატის ჩატარების გეგმებში სასწრაფო ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიისგან მომდინარე საფრთხე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.

"ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. თითოეულ მასპინძელ ქალაქთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცალკე იქნება მიღებული. რაც შეეხება დასწრებას, არის ოთხი ვარიანტი: მაყურებელთა 100 პროცენტი სტადიონზე, 50-იდან 100 პროცენტამდე მაყურებელით, 20-იდან 30 პროცენტამდე მაყურებლით ან მატჩები უმაყურებლოდ", - განუცხადა უეფას წარმომადგენელმა AFP-ს.

COVID 19-ის პანდემიამ უეფას დიდი პრობლემები შეუქმნა

ევრო 2020, რომელიც შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, მოხერხდება თუ არა ტურნირის თავდაპირველი გეგმის მიხედვით ჩატარება - უეფას 12 წევრი ქვეყნის 12 ქალაქში. მანამდე დაიწერა, რომ არ არის გამორიცხული, კონტინენტის პირველობას მხოლოდ ერთმა ქვეყანამ უმასპინძლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები