Thumbnail

'ჰარდენმა არაფერი გააკეთა' - შაკილ ო'ნილმა ჯეიმსი გააკრიტიკა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

NBA-ს ლეგენდარულმა ცენტრმა შაკილ ო’ნილმა მცველ ჯეიმს ჰარდენზე კრიტიკულად ისაუბრა, რომელმაც ჰიუსტონ როკეტსის დატოვება და კარიერის გაგრძელება ბრუკლინ ნეტსში გადაწყვიტა

ტრეიდამდე ჰიუსტონის მაისურით ჩატარებული ბოლო თამაშის შემდეგ, რომელშიც ჰიუსტონი უშანსოდ დამარცხდა ლეიკერსთან, ჰარდენმა გუნდთან გამომშვიდობებეაზე მიანიშნა. “მიყვარს ეს ქალაქი და ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია”, - თქვა მაშინ ჰიუსტონის ვარსკლავმა. 

48 წლის შაკილ ო’ნილი ჰარდენს ასე გამოეხმაურა:

"ამბობ, რომ ეს შენი ქალაქია, მაგრამ ეს ასე არ არის. ითხოვდი დუაიტ ჰოვარდს და მიიღე. არ იმუშავა. ითხოვდი კრის პოლს და ისიც მოგეცით. ითხოვდი სნაიპერებს გუნდში, ისინიც მოგეცით. ითხოვდი ძველ მეგობარს ახალგაზრდული ლიგიდან უესტბრუკს. მიიღე. ამანაც არ იმუშავა. ჰარდენმა არაფერი გააკეთა. მან თავი არ წარმოაჩინა მაშინ, როდესაც ვალდებული იყო".

ჰარდენი ჰიუსტონის თამაშში პერსპექტივას ვეღარ ხედავდა

შეგახსენებთ, რომ ჰარდენის გაცვლაში მონაწილეობა ასევე მიიღეს კლივლენდ კავალიერსმა და ინდიანა პეისერსმა.  

შაკილ ო’ნილი NBA-ში 1992-2011 წლებში გამოდიოდა და იცავდა ორლანდო მეჯიკის, ლოს ანჯელეს ლეიკერსის, მაიამი ჰიტის, ფინიქს სანსის, კლივლენდ კავალიერსისა და ბოსტონ სელტიკსის ღირსებას. ლეიკერსსა და ჰიტთან ერთად ის ჯამში ოთხჯერ ჩემპიონი გახდა. შაკილი, რომელიც ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" 15-ჯერ მონაწილეობდა, 2016 წლიდან კალათბურთის დიდების დარბაზის წევრია.

კომენტარები

ბოლო ამბები