Thumbnail

ოფიციალურად: ლუკა იოვიჩმა რეალი დატოვა და აინტრახტში დაბრუნდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლუკა იოვიჩი სეზონის ბოლომდე აინტრახტში ითამაშებს
  • სერბი ფრანკფურტელთა რიგებში 9 ნომერი იქნება

მადრიდის რეალის ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი ფრანკფურტის აინტრახტში დაბრუნდა. სერბი თავდამსხელი გერმანული გუნდის რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა და ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

იოვიჩი რეალს 2019 წლის ზაფხულში აიტრახტიდან 70 მილიონ ევროდ და დიდი მოლოდინით შეუერთდა, მაგრამ მისი მადრიდული კარიერა არ აეწყო. ლუკა, გარდა იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო, არაერთხელ სხვადასხვა სკანდალში გაეხვა და განსაკუთრებით კოვიდრეგულაციების დარღვევაში რამდენჯერმე ამხილეს.

23 წლის ფეხბურთელმა "სამეფო გუნდში" 32 შეხვედრაში სულ რაღაც 2 გოლის გატანა მოახერხა. აინტრახტში კი 2017-2019 წლებში 75 თამაშში თავი 27-ჯერ გამოიჩინა. სერბ შემტევს ცრვენა ზვეზდასა და ლისაბონის ბენფიკაშიც უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები