Thumbnail

'ჯობს ბურთმა ირბინოს, ვიდრე შენ' - გვარდიოლას რჩევა ფეხბურთელებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სიტის მთავარი მწვრთნელი თავის ფეხბურთელებს ახალ მოთხოვნებს უყენებს
  • ესპანელი ამ სეზონში ყველა წარუმატებლობაში საკუთარ თავს ადანაშაულებს 

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ფეხბურთელებისადმი მოთხოვნების ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონში გადატვირთული კალენდრით არის გამოწვეული.

"ეს სეზონი იმითაა განსხვავებული, რომ უფრო ნაკლებს დავრბივართ. მანჩესტერ სიტის მოთამაშეები მეტისმეტად ბევრს დარბოდნენ. ფეხბურთში სიარულიც საჭიროა ან ცოტა სირბილი. უბურთოდ უნდა ირბინო, მაგრამ როდესაც ბურთს იღებ, პოზიციაზე მოქმედებ და ამიტომ, ჯობს ბურთმა "ირბინოს", ვიდრე შენ. სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, ამ კომპონენტში მოვუმატეთ.

ამ სეზონში ყველაფერი არ გამოგვივიდა და ეს ჩემი ბრალია. ფეხბურთელებს გასაგებად ვერ მივაწოდე ჩემი იდეები, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი დალაგდა. მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელებს დასჭირდათ დრო, რომელიც სეზონისწინა მომზადებისთვის მოაკლდათ", - აქვეყნებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს ბრიტანული მედია.

პეპი ფეხბურთელებს ახალ მოთხოვნებს უყენებს

მანჩესტერ სიტიმ ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 29 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. 13 იანვარს პეპის გუნდი ბრაიტონს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები