Thumbnail

სიმეონე თავდასხმას აძლიერებს - ატლეტიკომ დიეგო კოშტას შემცვლელი იპოვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის ატლეტიკო ლიონიდან იჯარის წესით მუსა დემბელეს იმატებს
  • 24 წლის თავდამსხმელმა ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა

მადრიდის ატლეტიკო თავდასხმის ხაზს აძლიერებს. ლიონის ფორვარდი მუსა დემბელე კარიერას დიეგო სიმეონეს გუნდში გააგრძელებს, რის შესახებაც ოფიციალურად სულ მალე გამოცხადდება.

24 წლის ფრანგი თავდამსხმელი ატლეტიკოში იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ცნობილია, რომ მადრიდელები ლიონს იჯარაში 1,5 მილიონ ევროს გადაუხდიან, მისი ვადის გასვლის შემდეგ კი ფეხბურთელის გამოსყიდვას 33,5 მილიონ ევროდ შეძლებენ, რასაც ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი შეიძლება დაემატოს.

სიმეონეს ატლეტიკოსთან ერთად ლა ლიგის მეორედ მოგების შანსი აქვს

დემბელე უკვე ესპანეთშია, სადაც სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ატლეტიკო ახალწვეულის შესახებ ინფორმაციას სულ მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.

მადრიდის ატლეტიკოში მიიჩნევენ, რომ თავდამსხმელი იდეალური შემცვლელი იქნება დიეგო კოშტასთვის, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი გასული წლის მიწურულს გაწყვიტა.

მუსა დემბელემ 2020/21 წლების სეზონში ლიონის ღირსება ყველა ტურნირის 10 მატჩში დაიცვა და 4 გატანილი გოლით გამოირჩა. 

მადრიდის ატლეტიკოს 41 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ამასთან, დიეგო სიმეონეს გუნდს კონკურენტებთან შედარებით 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები