Thumbnail

‘რამაც გატკინოს, იმან მოგარჩინოს’ – როგორ უმკურნალეს ქართველებმა მეტოქეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს ფინალის შემდეგ ნაკერების დადება დასჭირდა
  • მას ზურაბ კახაბრიშვილი და ქართული დეგელაციის სხვა წევრები დაეხმარნენ

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოს ავრცელებს. მასზე ნიდერლანდის ძიუდოისტთა ნაკრების წევრის ფრანკ დე ვიტის მკურნალობაა ასახული, რომელშიც საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი და მისი დამხმარეები არიან ჩართულნი.

შეგახსენებთ, რომ ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ფინალში სწორედ დე ვიტს სძლია საქართველოს ნაკრების ახალმა ვარსკვლავმა ტატო გრიგალაშვილმა და ოქროს მედალიც მოიპოვა. ნიდერლანდელმა ტრავმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მიიღო და ყურზე ნაკერების დადება დასჭირდა. საინტერესოა, რომ ვიდეოში თავად გრიგალაშვილიც ჩნდება, რომელიც ექიმებს დახმარებას უწევს. “რამაც გატკინოს, იმან მოგარჩინოს”, - ამბობს ქართული დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ამ პროცესს აკვირდება.

ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურა კახაბრიშვილი ტატო გრიგალაშვილის მიერ დამარცხებულ ფრანკ დე ვიტს ყურს უკერავს ჰოლანდიელმა დაზიანება ფინალურ დაპირისპირებაში მიიღო ასე ეხმარებიან ჩვენი ექიმები მოწინააღმდეგეებსაც 🇬🇪🥋🥰

Posted by Georgian Sports Medicine Association on Wednesday, January 13, 2021


როგორც უკვე ვიუწყებოდით, გრიგალაშვილმა, რომელიც საქართველოს ღირსებას 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში იცავდა, დოჰას მასტერსზე 5 მეტოქე დაამარცხა და საქართველოს პირველი ოქრო მოუპოვა. ტატომ ფინალში დე ვიტს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე მტკივნეულზე დაიჭირა და გამარჯვება იზეიმა. საქართველოს ნაკრებს მასტერსზე ორი მედალი აქვს – შეჯიბრის პირველ დღეს ბრინჯაო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) აიღო, რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მოლდოველ დენის ვიერუს აჯობა.

📺 გრიგალაშვილი V დე ვიტი

კომენტარები

ბოლო ამბები