Thumbnail

'ხალხს გვერდში დგომა დავუფასე' - გრიგალაშვილი მასტერსის შემდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტატო გრიგალაშვილის პირველი კომენტარი დოჰას მასტერსის მოგების შემდეგ
  • ქართველმა ძიუდოისტმა მასტერსზე ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) დოჰას მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა - მან 5 მეტოქე დაამარცხა და საქართველოს პირველი ოქრო მოუპოვა. ტატომ ფინალში ნიდერლანდელ ფრენკ დე ვიტს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე მტკივნეულზე დაიჭირა და გამარჯვება იზეიმა.

ტატოსთან მცირე ინტერვიუ გიორგი ჭანიშვილმა ჩაწერა, რომელიც დოჰაში იმყოფება და მსოფლიო ძიუდოს ფედერაციის დიქტორი გახლავთ.

ტატო გრიგალაშვილი: უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ ქართველ ქომაგს ახალ წელს. ვუსურვებ წარმატებას. ვემზადებოდი მასტერსისთვის და წარმატებით გამოვედი. მადლობა ქომაგს, მწვრთნელთა საბჭოს და ექიმებს. მოგება მნიშვნელოვანი იყო. რამდენიმე დღის წინ, მე და ლუხუმ ჩხვიმიანი ამომავალ ვარსკვლავად და წლის საუკეთესო სპორტსმენად დავსახელდით. მიხარია, რომ ხალხის სიყვარული გავამართლე და ის გვერდში დგომა დავუფასე.

კომენტარები

ბოლო ამბები