Thumbnail
  • ტატო გრიგალაშვილმა მასტერსის მეორე დღეს საქართველოს პირველი ოქრო მოუპოვა
  • საქართველოს ორი მედალი აქვს და მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 5 ქართველი გავა 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) დოჰას მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა - მან 5 მეტოქე დაამარცხა და საქართველოს პირველი ოქრო მოუპოვა. ტატომ ფინალში ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტს ჯერ ვაზარია აუღო, რის შემდეგაც მეტოქე მტკივნეულზე დაიჭირა და გამარჯვება იზეიმა.

საქართველოს მასტერსზე ორი მედალი აქვს - პირველი მედალი ძიუდოისტთა ეროვნულ გუნდს ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მოლდოველ დენის ვიერუს აჯობა.

საქართველოს ღირსებას მესამე საჭიდაო დღეს 5 ძიუდოისტი დაიცავს: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები