Thumbnail

NBA-ს ყოფილმა ვარსკვლავმა და სან ანტონიო სპურსის ლეგენდამ ტიმ დანკანმა The Ringer's-ის პოდკასტ Real Ones-ში იმ თემებზე ილაპარაკა, თუ რა არ მოსწონს მას თანამედროვე კალათბურთში. 

ტიმი 19 წლის განმავლობაში სპურსის ლიდერი იყო, ის სამართლიანად მიიჩნევა ასოციაციის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად. მან კარიერა 2016 წელს დაასრულა. შარშან ტიმი სან ანტონიოში მწვრთნელის ასისტენტი იყო, თუმცა ნოემბერში გადადგა. 

მისი კარიერის განმავლობაში NBA მკვეთრად შეიცვალა, თუმცა ტიმს ყველაფერი არ მოსწონს.

ტიმ დანკანი: "ბევრი სიახლე NBA-ში მომწონს, თუმცა ზოგი რამ მძულს. მძულს, როგორ სჯიან მსაჯები თამაშებს, განსაკუთრებით თუ ეს ფარქვეშ მოთამაშეებს ეხება. ფარქვეშ მოთამაშეები დაჩაგრულები არიან. ნებისმიერ მსროლელს შუძლია, მოისროლოს დამცველი, თავად ფარქვეშ მოთამაშე კი ძალიან ფრთხილად იყოს. მაგრამ როცა თავად ასეთი მოთამაშე უტევს სამქულიანი დისტანციიდან, მოულოდნელად გაისმის მსაჯის სასტვენი და "მაღალი" შეტევაში ჯარიმდება. 

მსაჯები იცავენ მსროლელებს, ეს კი პერიმეტრზე მოთამაშეებს სხვა უფლებებს ანიჟებს, ფარქვეშ მოთამაშეების უფლებები კი შემცირებულია, რომელთა მთავარი პლუსი სწორედ ტანი და ფიზიკური მომზადებაა". 

🎙 ტიმ დანკანის პოდკასტი

წესი, რომელიც დანკანს ასე არ მოსწონს და, რომელმაც სწორედ ეს დამოკიდებულება მოიტანა, რაზეც ტიმი ამახვილებს ყურადღებას, "ზაზას წესად" არის მონათლული - 2017 წლის დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში სროლისას სან ანტონიოს ლიდერი კავაი ლეონარდი მძიმედ დაშავდა, მის წინააღმდეგ ზაზა ფაჩულია თამაშობდა.

წაიკითხე | ‘ამაზე არავინ ლაპარაკობს, ეს სიგიჟეა!’ - ზაზა ფაჩულია კავაისთან ინციდენტზე

ზაზამ "ფეხი დატოვა", როცა კავაი სამქულიანს ისროდა. მაშინ NBA-მ ზაზას ქცევაში განზრახ ქმედება ვერ შენიშნა და ქართველ ცენტრს დისკვალიფიკაცია არ მიუღია, თუმცა NBA-ს და განსაკუთრებით სან ანტონიოს ფანების დიდი აღშფოთება დაიმსახურა. მას "ბინძურად" მოთამაშის იარლიყი მიაწებეს. ერთ-ერთი ყველაზე აღშფოთებული სან ანტონიოს თავკაცი გრეგ პოპოვიჩი იყო. როგორც ჩანს, დანკანი მის მოსაზრებას არ იზიარებს. 

ამ პრეცენდეტის მერე NBA-ს მსაჯებს მიეცათ უფლება მსგავს ქმედებებზე დამცველს ტექნიკური ფოლი მისცენ. 

ტიმ დანკანი: " NBA-ს სურს თამაშში უამრავი ქულა ჩავარდეს, იყოს დინამიკა, სამქულიანები, არ სურს ბრძოლა ფარქვეშ. ამაში არის, როგორც კარგი კალათბურთისთვის, ასევე ცუდი". 

ახალი წესით ბევრი შემტევი სარგებლობს ბოროტად, განსაკუთრებით კი ჯეიმს ჰარდენი და ტრეი იანგი გამოირჩევიან. ეს ძალიან არ მოსწონს ტიმ დანკანს. თითქოს, ტიმი სანანტონიოელის მხარეს უნდა იყოს, თუმცა, როგორც ხედავთ, კონკრეტულ შემთხვევაში მისი პოზიციის მოთამაშეების უფრო ესმის.

📺 როგორ იყენებს ტრეი იანგი 'ზაზას წესს'

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია NBA-ში 16 წლის განმავლობაში თამაშობდა, ის გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში ორჯერ გახდა ასოციაციის ჩემპიონი, კარიერა კი 2019 წელს დაასრულა. ახლა ზაზა უორიორსში ბიზნეს და საკალათბურთო საკითხების კონსულტანტად მუშაობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები