Thumbnail
  • შავდათუაშვილმა და მაისურაძემ პირველივე ბრძოლები წააგეს
  • ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის ფინალში გავიდა

დოჰას მასტერსის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა. სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ) და ლუკა მაისურაძემ (-81კგ) პირველივე ბრძოლები დათმეს. შავდათუაშვილი ისრაელის ნაკრების წევრ ტოჰარ ბუტბულთან დამარცხდა დამატებით დროში, ხოლო მაისურაძემ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონ საიდ მოლაისთან წააგო.

ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) კი ფინალში გავიდა! მან ფინალამდე უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო, რუსი ალან ხუბეცოვი და სამხრეთკორეელი სინჰო ლიი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სწორედ სინჰო ლის აჯობა - მას ჯერ ვაზარი აუღო, ხოლო ბოლო წამზე იპონით გამარჯვებაზე გაიფორმა და ფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდელ ფრენკ დე ვიტს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები