Thumbnail

მე-2 წაგება ჰაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინს ტერუნოფუჯიმ აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა 2021 წლის ჰაცუ ბაშოზე მესამე ბრძოლა გამართა
  • ქართველმა სუმოისტი ტერუნოფუჯისთან იორიკირით დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი სუმოში გრძელდება. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მესამე ბრძოლა ჩაატარა და მეორედ დამარცხდა. ლევან გორგაძემ ტერუნოფუჯისთან წააგო, მეტოქემ ქართველ სუმოისტს იორიკირის ილეთით აჯობა. ლევანს ჰაცუ ბაშოზე 1 მოგება და 2 მარცხი აქვს.

ქართველმა სუმოისტმა შეხვედრა უშანსოდ დათმო. ტერუნოფუჯიმ ლევანს მარტივად აჯობა და დოჰიოდან იოლად გადაიყვანა.

მეოთხე საჭიდაო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ენდო იქნება, რომელიც მე-3 დღეს რიუდენს დაუპირისპირდა და მეტოქეს უვატედაშინაგეს ილეთით აჯობა. ენდოს ბალანსი ჰაცუ ბაშოზე 2 მოგება და ერთი მარცხია.

📺 ტოჩინოშინი V ტერუნოფუჯი

კომენტარები

ბოლო ამბები