Thumbnail

ბრუკლინიდან დაკარგული კაირი ირვინგი კანადაში, წვეულებაზე შეამჩნიეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კაირი ირვინგმა ბრუკლინის 3 მატჩი გამოტოვა და ნეტსის გულშემატკივრებმა არ იცოდნენ რეალური მიზეზი, რატომ არ იმყოფებოდა მათი საყვარელი გუნდის ლიდერი კევინ დურანტთან და სხვებთან ერთად.

ახლა კი, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბრუკლინის ლიდერი კანადაში, წვეულებაზე იმყოფება.

კადრებში ჩანს, რომ წვეულებაზე ქალის დაბადების დღეს აღნიშნავენ, რომელიც 30 წლის გახდა. მისი სტუმრები კაირი და კანადელი რეპერი დრეიკი არიან. აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს კაირის და 30 წლის გახდა…

ირვინგმა, როგორც გითხარით, ბრუკლინის ბოლო სამი მატჩი გამოტოვა. კლუბში აცხადებდნენ, რომ მან გუნდი პირადი მიზეზის გამო დატოვა. შეგახსენებთ, რომ ფილადელფიასთან გამოტოვებული მატჩის შემდეგ კაირის ახლობლები ამბობდნენ, უბრალოდ თამაში არ უნდოდაო.

ბრუკლინს მომდევნო მატჩი ამაღამ, დენვერ ნაგეთსთან ელის და ცხადია, კაირის გარეშე ითამაშებს. ირვინგი კორონა-პროტოკოლის დარღვევის გამო, დიდი ალბათობით, კარანტინში გადაინაცვლებს...

 

კომენტარები

ბოლო ამბები