- ამ დროისთვის მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში 41 ქვეყნის წარმომადგენლები თამაშობენ
- ერთადერთი ქართველი გოგა ბითაძეა, რომელიც გასული წლის დრაფტზე ინდიანამ აირჩია
მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ამჟამად მხოლოდ 1 ქართველი – გოგა ბითაძე თამაშობს. ის გასული წლის დრაფტზე ინდიანა პეისერსმა მე-18 ნომრად აიყვანა და ახლა, მე-2 სეზონს უნდა ატარებდეს, თუმცა, მორიგი ტრავმის გამო, რეგულარულ ჩემპიონატში ჯერ არ ჩაბმულა.
საინტერესოა, NBA-ში რამდენი წარმომადგენელი ჰყავთ სხვა ქვეყნებს? ეს Eurohoops-მა გადათვალა და გვამცნო, რომ ამ დროისთვის, იქ ერთბაშად 107 არაამერიკელი კალათბურთელია 41 ქვეყნიდან. ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს კანადას, რომელსაც NBA-ში ერთბაშად 17 მოთამაშე ჰყავს, შემდეგ კი საფრანგეთი (9), გერმანია და სერბეთი (6-6) მოდიან.

უცხოელები NBA-ში
17 – კანადა (ნიკეილ ალექსანდერ-უოკერი, ერ ჯეი ბარეტი, კემ ბირჩი, იგნას ბრაზდეკისი, დილონ ბრუკსი, ბრენდონ კლარკი, ლუგუენც დორტი, შაი გილგეუ-ალექსანდერი, კორი ჯოზეფი, მფიონდუ კაბანგელე, ტრეი ლილესი, მიხალ მალდერი, ჯამალ მიურეი, კელი ოლინიკი, დუაიტ პაუელი, ტრისტან ტომპსონი, ენდრიუ ვიგინსი).
9 – საფრანგეთი (ნიკოლა ბატუმი, სეკუ დუმბია, ევან ფურნიე, რუდი გობერი, კილიან ჰეიესი, ტიმოტე ლუვავუ-კაბარო, ტეო მალედონი, ფრანკ ნტილიკინა, ვინსენ პუარე).
6 – გერმანია (ისააკ ბონგა, ისაია ჰარტენშტეინი, მაქსი კლებერი, დენის შრიოდერი, დანიელ ტაისი, მორიც ვაგნერი).
6 – სერბეთი (ნემანია ბიელიცა, ბოგდან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა იოკიჩი, ბობან მარიანოვიჩი, ალეკსეი პოკუშევსკი, ალენ სმაილაგიჩი).
4 – ხორვატია (ბოიან ბოგდანოვიჩი, ლუკა სამანიჩი, დარიო სარიჩი, ივიცა ზუბაცი).
4 – ლატვია (დავის ბერტანსი, როდიონს კურუცსი, ანზეის პასეჩნიკსი, კრისტაპს პორზინგისი).
4 – ესპანეთი (მარკ გასოლი, რიკი რუბიო, ხუან ერნანგომესი, ვილი ერნანგომესი).
3 – ლიეტუვა (დომანტას საბონისი, დეივიდას სირვუდისი, იონას ვალანჩუნასი).
3 – სლოვენია (ლუკა დონჩიჩი, გორან დრაგიჩი, ვლატკო ჩანჩარი).
3 – თურქეთი (ენეს კანტერი, ფურკან კორკმაზი, ჯედი ოსმანი).
2 – საბერძნეთი (იანის ანტეტოკუნმპო, ტანასის ანტეტოკუნმპო).
2 – უკრაინა (ალექს ლენი, სვიატოსლავ მიხაილიუკი).
2 – იტალია (დანილო გალინარი, ნიკოლო მელი).
1 – ავსტრია (ჯეიკობ პოელტლი).
1 – ბოსნია-ჰერცეგოვინა (იუსუფ ნურკიჩი).
1 – მონტენეგრო (ნიკოლა ვუჩევიჩი).
1 – ჩეხეთი (ტომაშ სატორანსკი).
1 – ფინეთი (ლაური მარკანენი).
1 – საქართველო (გოგა ბითაძე).
1 – შვეიცარია (კლინტ კაპელა).
1 – დიდი ბრიტანეთი (ოგუგუა ანუნობი).

ქართველები NBA-ში
🏀 მას შემდეგ, რაც 1998 წლის დრაფტის 27-ე ნომრად სიეტლმა ვლადიმერ სტეფანია აიყვანა, 23-ე სეზონია, რაც NBA-ში ერთი ქართველი მაინც თამაშობს!
🏀 2003/04 წლების სეზონში NBA-ში ერთდროულად 3 ქართველი თამაშობდა: ვლადიმერ სტეფანია, ზაზა ფაჩულია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი.
🏀 2-2 ქართველი თამაშობდა: 2004/05; 2005/06 (ფაჩულია, ცქიტიშვილი) და 2012/13, 2013/14 (ფაჩულია, თორნიკე შენგელია) სეზონებში.
🏀 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული NBA-ში მხოლოდ 1 ქართველი თამაშობს.
🏀 ზაზა ფაჩულიამ NBA-ს 6 კლუბში ითამაშა: ორლანდო, მილუოკი, ატლანტა, დალასი, გოლდენ სტეიტი, დეტროიტი. 4-4 კლუბში იყვნენ ვლადიმერ სტეფანია (სიეტლი, ნიუ ჯერსი ნეტსი, მაიამი, პორტლენდი) და ნიკოლოზ ცქიტიშვილი (დენვერი, გოლდენ სტეიტი, მინესოტა, ფინიქსი), ხოლო თორნიკე შენგელია 2 კლუბში (ბრუკლინ ნეტსი, ჩიკაგო) ირიცხებოდა.
🏀 ქართველ კალათბურთელებს NBA-ს 15 კლუბში (თუ ბრუკლინ ნეტსსა და ნიუ ჯერსი ნეტსს ერთ გუნდად ჩავთვლით) უთამაშიათ.
🏀 ვიქტორ სანიკიძე NBA-ს დრაფტზე აირჩიეს, თუმცა მას NBA-ში არასდროს უთამაშია.
კომენტარები