Thumbnail

ბასილაშვილი ანტალიას დაემშვიდობა - ნიკა 1/4-ფინალში დე მინორთან დამარცხდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:6, 4:6 ალექს დე მინორი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ანტალიაში გამოსვლა დაასრულა
  • ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში წინ წაიწევს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 361 800 ევრო) გამოსვლა დაასრულა. 28 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ATP-ის რეიტინგში მე-40 პოზიციაზეა, ¼-ფინალში 23 წლის ავსტრალიელ ალექს დე მინორთან (21-ე რეიტინგში) დამარცხდა, რომელიც ტურნირში მე-4 ნომრად არის განთესილი. 

ბასილაშვილი და მინორი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ნიკამ 2 ეისი მოაწოდა, დაუშვა 3 ორმაგი შეცდომა და 4-იდან 1 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. ავსტრალიელის ანგარიშზე 1 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა და 7-იდან 4 რეალიზებული ბრეიკია.

ნიკამ ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში გასვლით სარეიტინგო ქულები გამოიმუშავა და ATP-ის განახლებულ რეიტინგში 39-ე პოზიციაზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ანტალიაში ერთეულთა თანრიგშიც იასპარეზეა და წყვილებშიც. ნიკამ ერთეულთა ბადეში მანამდე იტალიელ ანდრეა არნაბოლდის და თურქ ალტუგ ჩელიკბილეკს აჯობა, წყვილებში კი, სადაც გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად თამაშობდა, ასევე ¼-ფინალამდე გააღწია.

ცნობილია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს, რომელსაც "მელბურნ პარკი" 8-21 თებერვალს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები