Thumbnail

სასუოლოსთან შეხვედრა კრიშტიანო რონალდოსთვის არცთუ ისე იოლი გამოდგა. პორტუგალიელმა რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა მანამდე, სანამ მატჩის ბოლო წამებზე თავისი გოლი მაინც გაიტანა. ეს კრიშტიანოს 759-ე გოლია და ამ მაჩვენებლით ის ჩეხ იოზეფ ბიცანს გაუთანაბრდა.

"პეპი" ბიცანი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად მიიჩნევა ოფიციალურ შეხვედრებში დადასტურებული გოლების რაოდენობით. ის 1931-1955 წლებში ვენის რაპიდში, ადმირაში, პრაღის სლავიაში და პრაღის დინამოში თამაშობდა. რონალდოს შემდეგი გოლი ისტორიული იქნება - ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.


მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, პელე არაოფიციალურ შეხვედრებში გატანილ გოლებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ოფიციალური სტატისტიკა კრიშტიანოს მხარესაა. ის ამ ეტაპზე ბიცანის მაჩვენებელს იმეორებს და აბსოლუტურ რეკორდამდე 1 გოლი აკლია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ბაიერნი
  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • პსჟ
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • ბარსელონა
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები