Thumbnail
  • აქსელ ვიტსელის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
  • ბელგიელი რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს
  • შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზეც არ იასპარეზოს

დორტმუნდის ბორუსიამ შაბათს ბუნდესლიგაში უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო - უშუალო კონკურენტი ლაიპციგი სტუმრად 3:1 დაამარცხა და გალიდერების საშუალება არ მისცა. მაგრამ BVB-ში ამ გამარჯვების შემდეგ მაინც არ არიან ბედნიერები, რადგან ბორუსიამ აქსელ ვიტსელის სახით ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი დაკარგა.

ბელგიელი ნახევარმცველის ტრავმა მძიმეა - 31 წლის ვიტსელმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და რამდენიმე თვე ვეღარ ითამაშებს. ეს ისეთი რთული ტრავმაა, რომ დიდი შანსია, მან ამ სეზონში საერთოდ ვეღარ შეძლოს მოედანზე გასვლა და ვიტსელის ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. როგორც იცით, კონტინენტის პირველობა 11 ივნისს იწყება.


ვიტსელის ტრავმის შემდეგ, ლაიპციგთან მის პოზიციაზე ემრე ჯანმა ითამაშა და მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელისგან, ედინ ტერზიჩისგან ქებაც დაიმსახურა. ‘კიკერის’ ინფორმაციით, დორტმუნდელები იანვარში ვიტსელის შემცვლელის შეძენას არ აპირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები