Thumbnail
  • გიორგი შერმადინმა გიპუზკოა ბასკეტს 28 ქულა ჩაუგდო
  • ქართველი ცენტრის მაჩვენებელი ვერავინ გადაფარა

იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგას ენდესას მორიგი ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, რაც მისი შედეგიანობიდან გამომდინარე, გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტენერიფელები აუტსაიდერ გიპუზკოა ბასკეტს სტუმრობდნენ და სენსაციურად – 87:89 წააგეს, თუმცა, ამაში შერმადინს ვერავინ დაადანაშაულებს, რადგანაც ის 28 ქულით საუკეთესო იყო არა მხოლოდ ამ შეხვედრაში, არამედ – სრულიად ტურში.

31 წლის ქართველმა ცენტრმა 31 წუთში 15-დან 13 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 28 ქულას 6 მოხსნა და 4 პასიც წაამატა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33-ს გაუტოლდა, რაც ასევე თამაშის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

შერმადინის გარდა, სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ ვალტერ ტავარესი (რეალი, 12 მოხსნა), ნიკ კალატესი (ბარსელონა, 10 პასი), ალბერტო აბალდე (რეალი, 4 სამქულიანი) და დეიან კრავიჩი (სან პაბლო ბურგოსი, 14 ქულა ბოლო მეოთხედში).

იბეროსტარ ტენერიფეს 18 ტურში 14 მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში ბასკონიასთან ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 16 იანვარს ჩაატარებს, მეტოქე კი ბექა ბურჯანაძის გრან კანარია იქნება.

📺 შერმადინის ტენერიფეს დრამატული მარცხი

კომენტარები

ბოლო ამბები