Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი 106:105 ტორონტო რეპტორსი
  • სტეფ კარიმ სეზონის ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა, მაგრამ მაინც მოიგო
  • მის გარეშე გოლდენ სტეიტი კომბინაციური თამაშით გავიდა ფონს

NBA-ს სათამაშო დღის ყველაზე დრამატულ შეხვედრაში გოლდენ სტეიტმა ტორონტოს მოუგო. უორიორსი მთელი თამაში წინ იყო, თუმცა მეოთხე მეოთხედი კანადელებმა 33:19 მოიგეს და ბოლო წუთებში თამაში ძალიან დაიძაბა.

ბოლო წუთზე ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. გოლდენ სტეიტი თავისი ბოლო შეტევის წინ 1 ქულით აგებდა, როდესაც სტეფ კარიმ უკანასკნელი სროლა დემიენ ლიის დაუთმო და ტორონტოც შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე მასზე დაჯარიმდა. თავის მხრივ, სულ ბოლო სროლა ტორონტოს პასკალ სიაკამს დარჩა და რეპტორსის ლიდერს მილიმეტრები დააკლდა 'ბაზერამდე'.

ის, რომ სტეფ კარიმ ბოლო სროლა თავის თავზე არ აიღო, ლოგიკური იყო. კარის ძალიან ცუდი თამაში ჰქონდა. სტეფმა 38 წუთში 16-დან სულ რაღაც 2 სროლა გამოიყენა (მათ შორის 10-დან 1 სამქულიანი) და 11 ქულას დასჯერდა.

ტორონტო პერიმეტრს კარგად იცავს და ტრადიციულად, კარისთვის არცთუ ისე მოსახერხებელი მეტოქეა. თუმცა გოლდენ სტეიტმა მაინც გაიმარჯვა. ამის მიზეზი კოლექტიური კალათბურთი იყო - ძირითადის ხუთივე წევრს 10 და მეტი ქულა ჰქონდა. გოლდენ სტეიტი ბურთს ძალიან კარგად ამოძრავებდა - 38 ზუსტი სროლიდან 30 გადაცემის შემდეგ ჩააგდეს. ანუ, თითქმის საერთოდ არ უტევდნენ იზოლაციების და ინდივიდუალური თამაშის წყალობით.

ყველაზე სასარგებლო უორიორსიდან დრეიმონდ გრინი გახლდათ, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 17 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა.

ტორონტოდან საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო 25 ქულით და 11 მოხსნით (მათ შორის 5 მეტოქის ფარზე). 21 ქულა დააგროვა ფრედ ვან ვლიტმა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

აქამდე გოლდენ სტეიტი მხოლოდ სტეფ კარის წყალობით იგებდა. ახლა მათ კარის ცუდი თამაშის ფონზე გაიმარჯვეს, რაც მნიშვნელოვანი განაცხადია. გოლდენ სტეიტმა ასე თუ გააგრძელა, ძალიან კონკურენტულ დასავლეთში პლეი ოფში გასვლას მაინც მოახერხებს. ტორონტო კი შარშანდელზე ბევრად სუსტად გამოიყურება. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები