Thumbnail

NBA | ზაკ ლავინის 45 ქულას ლეონარდმა და ჯორჯმა უპასუხეს - კლიპერსი ისევ იგებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 130:127 ჩიკაგო ბულსი
  • ზაკ ლავინმა 16-დან 10 სამიანი ჩააგდო და 45 ქულა დააგროვა
  • კავაი ლეონარდს 35 ქულა ჰქონდა, პოლ ჯორჯს კი - 28.

კლიპერსი აუტსაიდერ ჩიკაგოს მასპინძლობდა და იმაზე მეტად იწვალა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თამაში ბოლო წუთებამდე დაძაბული გამოვიდა, მეოთხე მეოთხედში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა და ჩიკაგოს თავის უკანასკნელ შეტევაში გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა სამქულიანი ააცილა.

ამის მიზეზი ის არის, რომ ფენომენალური თამაში ჰქონდა ჩიკაგოს ლიდერ ზაკ ლავინს. მან 16-დან 10 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 45 ქულა დააგროვა.

ჩიკაგო საერთოდაც, მეტოქეზე ბევრად უკეთ ისროდა - ზუსტი სროლების 61 პროცენტი კლიპერსის 48.9-ის წინააღმდეგ, თუმცა მაინც წააგო. ამის მიზეზი ის არის, რომ ლოს ანჯელესელებმა მათზე 15 სროლით მეტი შეასრულეს (92-77). ჩიკაგომ მეტოქის ფარზე მხოლოდ 3-ჯერ მოხსნა ბურთი და 23 დაკარგვა ჰქონდა, როცა კლიპერსს მეტოქის ფარზე 12 მოხსნა და სულ 10 დაკარგვა ჰქონდა. სწორედ ამ კომპონენტების ხარჯზე ლოს ანჯელესელებმა დამატებითი პოზიციები მიიღეს შეტევაში და მაშინაც კი შეძლეს გამარჯვება, როცა მეტოქეზე ბევრად ცუდად ისროდნენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

კლიპერსში საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო. მან სეზონის ყველაზე შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა - 22-დან 14 სროლა ჩააგდო, თითქმის არ აცილებდა პერიმეტრიდან (9-დან 7 ზუსტი სამიანი) და 35 ქულა დააგროვა. ამ მაჩვენებლით ლეონარდი კარიერაში 10 000 ქულას გადაცდა. 35 ქულის მიუხედავად, კავაის უარყოფითი მაჩვენებელი -3 ჰქონდა. გადამწყვეტი გაქცევა კლიპერსმა მაშინ მოახერხა, როცა ლეონარდი იჯდა, ხოლო ჯორჯი კი სათადარიგო ხუთეულთან ერთად თამაშობდა. ჯორჯმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა - 8-დან 5 ზუსტი სამქულიანი, 28 ქულა, 9 პასი და +12. 

კლიპერსი აგრძელებს დასავლეთ კონფერენციის ლიდერებს შორის ყოფნას. ტაი ლუს მისვლის შემდეგ გუნდი შეტევაში ბევრად უფრო მრავალფეროვანია. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები