Thumbnail

რეალი მადრიდში ვერ დაბრუნდა - ამის მიზეზი ქარიშხალი 'ფილომენაა'

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 'სამეფო კლუბს' უამინდობამ პრობლემები შეუქმნა
  • რეალი ესპანეთის სუპერთასზე სათამაშოდ პამპლონადან წავა

მადრიდის რეალი ესპანეთის სუპერთასზე სათამაშოდ პამპლონადან ჯერ მალაგაში და იქიდან ბილბაოში გაემგზავრება. ზინედინ ზიდანის გუნდმა ოსასუნასთან ლა ლიგის მატჩი გუშინ ჩაატარა, მაგრამ უამინდობის გამო მადრიდში დაბრუნება შეუძლებელი გახდა. მარკას ინფორმაციით, "სამეფო გუნდი" ბილბაოში, სადაც ატლეტიკის წინააღმდეგ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი უნდა ჩაატაროს, პამპლონადან წავა.

ესპანეთში დიდთოვლობა და ქარიშხალი "ფილომენა" მძვინვარებს, რის გამოც ლა ლიგისა და ქვედა დივიზიონის რამდენიმე მატჩი გადაიდო, თუმცა, ოსასუნა-რეალი მძიმე პირობებში მაინც ჩატარდა. მადრიდელებმა ქულები დაკარგეს (0:0), რის გამოც თამაშის შემდეგ ზინედინ ზიდანს უკმაყოფილება არ დაუმალავს. ესპანეთის სუპერთასზე რეალი ბილბაოს 14 იანვარს დაუპირისპირდება, მეორე წყვილში კი ბარსელონა და სოსიედადი ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები