Thumbnail

Outriders-ის გამოშვება ისევ გადაიდო: თამაშის სრული ვერსია აპრილში გამოვა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • დემო ვერსია თებერვალში იქნება ხელმისაწვდომი
  • დეველოპერებმა ამის შესახებ განცხადება ტვიტერზე გაავრცელეს
  • თამაშის გამოშვება უკვე მესამედ გადაიდო

Square Enix-მა და დეველოპერული სტუდია People Can Fly-მ, მათი საერთო თამაშის Outriders-ის ოფიციალურ ტვიტერზე განაცხადეს, რომ თამაშის გამოსვლის თარიღმა პირველ აპრილამდე გადაიწია. თუმცა, თამაშის დემო ვერსია, რომელშიც, ავტორების თქმით, ყველა კლასის პერსონაჟის გამოცდა შეგეძლებათ, თებერვლის ბოლოს მაინც იქნება ხელმისაწვდომი.

''ეს ხუმრობა არაა,'' ვკითხულობთ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ''გადავწყვიტეთ, რომ Outriders-ის გამოშვების თარიღი 2021 წლის 1 აპრილი იქნება. დამატებით დროს იმას მოვახმართ, რომ თამაში გამოსვლის დღესვე უნაკლო იყოს და მასში ხარვეზები და უზუსტობები სრულიად გავაქროთ.''

თუმცა, როგორც ჩანს, დემო ვერსია 25 თებერვალს გამოვა. 

''თამაშის დემოში შევა მისი პირველი რამდენიმე საათი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოსცადოთ პერსონაჟთა ოთხივე კლასის ძლიერი თუ სუსტი მხარეები.'' ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დემო ვერსიაში შევა როგორც ერთმოთამაშიანი, ისევე კოოპერატიული (3 მოთამაშიანი) მოუდები. ამასთან, დემო ვერსიის პროგრესი შეგენახებათ და თამაშის სრული ვერსიის გამოსვლისთანავე, გაგრძელებას ბოლო 'ჩექპოინტიდან' შეძლებთ.

''ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია, ახალი ფრენჩაიზის გამოცდა, ფანებმა მის სრულ რელიზამდე დაიწყოს'' წერია განცხადებაში ''რათა თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მისი წინასწარ შეძენა.''

Outriders-ის გამოსვლის თარიღის უკვე მესამედ გადაიდო: შეგახსენებთ, რომ თამაშის გამოშვება, თავდაპირველად, 2020 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, მერე კი - საშობად სეზონზე. დეკემბრის დასაწყისში, დეველოპერებმა განაცხადეს, რომ Outriders-ს გეიმერები 2021 წლის თებერვალში იხილავდნენ. ახლა კი, თამაშს 2021 წლის 1 აპრილს გვპირდებიან. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს თამაშის საბოლოო დაგვიანებაა.

Outriders საბრძოლო/სათავგადასავლო ჟანრის თამაშია, რომლის სიუჟეტი Mass Effect-სა და Mad Max-ს მოგვაგონებს. მისი მარტო, ან ორ მეგობართან ერთად, კოოპერაციულ მოუდში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები