Thumbnail

2 მოხსნა ორმაგ დუბლამდე – ბერიშვილის გუნდი ლიდერებს მიუახლოვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა
  • მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა მე-7 გამარჯვება იზეიმა

ალ შამალმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი მიხეილ ბერიშვილი იცავს, ყატარის ჩემპიონატში მე-7 გამარჯვება იზეიმა (3 მარცხის წილ) და სატურნირო ცხრილში ლიდერებს – ალ გარაფასა და ალ არაბის მხოლოდ თითო მოგებით ჩამორჩება.

ალ შამალმა ამჯერად ალ ვაკრას სძლია (71:67), ქართველმა ფორვარდმა კი ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

ბერიშვილმა 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ალ შამალი მომდევნო მატჩს 12 იანვარს ჩაატარებს, როდესაც აუტსაიდერ ალ რაიანს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები