Thumbnail
  • ოსასუნა 0:0 რეალი
  • ზინედინ ზიდანის კომენტარი

ლა ლიგის მე-18 ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ოსასუნასთან 0:0 ითამაშა და ხელიდან გაუშვა ატლეტიკოს გადასწრების შანსი.

ესპანეთში ქარიშხალმა "ფილომენამ" პრობლემები შექმნა, ლა ლიგაში ატლეტიკოსა და ბილბაოს თამაში საერთოდ გადაიდო. პამპლონაში კი მოყინულ მოედანზე თამაში მაინც შედგა.

რაც მწვრთნელი გახდა, ზინედინ ზიდანი გაცილებით უფრო თავშეკავებულია, ვიდრე ფეხბურთელობისას იყო. მატჩის შემდეგ ის იშვიათად გამოხატავს სიბრაზეს, მით უფრო, ერიდება ამის საგანგებოდ აღნიშვნას, მაგრამ პამპლონაში მოყინულ მოედანზე თამაშის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა - ზიდანმა ეს პრესკონფერენციაზე გააპროტესტა:

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "ჩვენ ყველაფერს ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. ეს არ იყო საფეხბურთო მატჩი. თამაში აუცილებლად უნდა შეჩერებულიყო. ახლაც კი არ ვიცით, როდის შევძლებთ მადრიდში დაბრუნებას. მოედნის კონდიციები არ შეეფერებოდა საფეხბურთო მატჩის გამართვის მოთხოვნებს, მაგრამ ახლა ეს უკვე წარსულია".

კომენტარები

ბოლო ამბები