Thumbnail

ლევან მაისაშვილი: არავის მწვრთნელი არ ვარ, ჩემს ქვეყანას ვემსახურები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნაკრების მწვრთნელი ქართულ რაგბიში არსებულ კონფლიქტზე საუბრობს
  • ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ კანდიდატთან ითანამშრომლებს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ ლელო სარასენსის ბაზაზე პრესკონფერენცია გამართა და მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ შეცდომებზე, რომლებიც რაგბის კავშირის არჩევნების ჩატარების დროს დაუშვეს.

ხურციძესთან ერთად პრესკონფერენციაზე ლევან მაისაშვილი იმყოფებოდა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რაგბიში არსებულ კონფლიქტსა და სიტუაციის განმუხტვის გზებზე ისაუბრა.

ლევან მაისაშვილი: ნაკრების მწვრთნელობიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდი და მიმდინარე პროცესებში არ ვერთვებოდი, თუმცა იძულებული ვარ, რომ ახლა ეს განცხადება გავაკეთო. მოვისმინე ბევრი უშინაარსო განცხადება. ნებისმიერი კლუბის, ადამიანის და ორგანიზაციის სავიზიტო ბარათი არის მათი ნაკეთები საქმე.

ეს გაურკვევლობა შედეგებს ვერ მოგვიტანს. კარგი არავისთვისაა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. განსაკუთრებით ეროვნული ნაკრებისთვის არის ეს პრობლემა. რუსეთთან მატჩამდეც ასეთ სიტუაციაში ვართ. ჩვენ საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ. მთავრობისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ, მაგრამ ეს სიტუაცია მალე უნდა განიმუხტოს. ველოდებით ლეგიტიმურ და კანონიერ არჩევნებს. ვინც მოიგებს, იმან მართოს რაგბის კავშირი.

მე არც ირაკლი აბუსერიძის, არც ბაჩო ხურციძის და არც გოჩა სვანიძის მწვრთნელი ვარ. ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ და მაქვს პასუხისმგელობა ჩემი სამშობლოს წინაშე. ნებისმიერი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი თუ ჩათვლის, რომ მე ნაკრების მწვრთნელი უნდა ვიყო, მასთან ვითანამშრომლებ და ნაკრებს გავუძღვები.

კომენტარები

ბოლო ამბები