Thumbnail

'აბუსერიძემ წესდება არ იცის' - ხურციძე არჩევნების ხარვეზებზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაჩო ხურციძემ ლელო სარასენსის ბაზაზე პრესკონფერენცია გამართა
  • მან რაგბის კავშირის არჩევნებში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ ლელო სარასენსის ბაზაზე პრესკონფერენცია გამართა და მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ შეცდომებზე, რომლებიც რაგბის კავშირის არჩევნების ჩატარების დროს დაუშვეს.

ხურციძის აზრით, ერთადერთი სწორი გზა ახალი არჩევნების ჩატარებაა, რომელსაც ხმის მიცემის უფლების მქონე წევრთა 2/3 მაინც უნდა დაესწროს.

ბაჩო ხურციძე: ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე შევიკრიბეთ. 30 დეკემბერს უკანონო არჩევნები ჩატარდა, რაც საჯარო რეესტრმა დაადასტურა. ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ეს არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნებოდა. უნდა დაინიშნოს ახალი საარჩევნო ყრილობა. ეს ერთადერთი სწორი გზაა, რომელიც დაასრულებს რაგბის კავშირში არსებულ დაპირისპირებას.

რაგბის კავშირის გამგეობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ახალი საარჩევნო ყრილობა დანიშნოს. არჩევნებს 2/3 უნდა დაესწროს. მათ არჩევნების ჩატარების ყველა წესი დაარღვიეს. ჩემი განცხადების მიუხედავად, რეესტრს მაინც უნდა გაემახვილებინა ყურადღება დარღვევასთან დაკავშირებით და ვერავინ ვერ შეძლებდა პრეზიდენტის პოსტის დაკავებას.

სამწუხაროა, რომ აბუსერიძემ არ იცის რაგბის კავშირის წესდება სწორად. ის შეიძლება იყოს ნამდვილი წევრი, მაგრამ არ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება. ხმის უფლება გუნდს აქვს მაშინ, როცა გუნდი ჩემპიონატში რეგისტრირდება და თამაშის გარკვეული ისტორია აქვს. ერთი წელია ვამბობდი, რომ ხელოვნურად იქმნებოდა გუნდები. ბოლო ათი თვის განმავლობაში ეს კლუბები გაუქმდა.

⭕Live: ბაჩო ხურციძის ბრიფინგი

⭕Live: ბაჩო ხურციძის ბრიფინგი

Posted by Prime Sport on Saturday, January 9, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები