Thumbnail
  • რამოსსა და კლუბს შორის მოლაპარაკება ჭიანურდება
  • სერხიოს რამდენიმე ევროპული გრანდი აკვირდება

სერხიო რამოსსა და მადრიდის რეალს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობს. კაპიტანს მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება და ახლა შეუძლია, სხვა კლუბებთანაც ილაპარაკოს და წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს.

სერხიოს გადაბირება რამდენიმე გუნდს სურს. პრესაში გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, რამოსის შეძენა ლივერპულს, მანჩესტერ სიტის და პარი სენ-ჯერმენს სურთ. თუმცა, მცველის შენარჩუნება სურს ესპანური გუნდის მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს.

გულშემატკივრები შიშობენ, რომ რამოსს ისე დაკარგავენ, როგორც 2018 წლის ზაფხულში კრიშტიანო რონალდო დაკარგეს. სწორედ ამიტომ, მადრიდული კლუბის მხარდამჭერები ითხოვენ, კაპიტანს ახალი კონტრაქტი უმოკლეს დროში გაუფორმონ.

შექმნილ ვითარებაზე ფრანგმა სპეციალისტმა მცირე კომენტარი გააკეთა, თუმცა მისი სიტყვებით "სამეფო კლუბის" გულშემატკივრები კმაყოფილები მაინც ვერ იქნებიან.

"გამეორდება თუ არა კრიშტიანო რონალდოს სიტუაცია? რა მოხდება რამოსთან დაკავშირებით, არ ვიცი. ის ამჟამად ჩვენთანაა და ეს მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზიდანმა.

კომენტარები

ბოლო ამბები