Thumbnail

ტრანსფერები | რეალ მადრიდმა 'იაპონელი მესი' ისევ გაანათხოვრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მადრიდის რეალმა ახალგაზრდა შემტევი ტაკეფუსა კუბო ვილიარეალიდან ვადაზე ადრე დაიბრუნა და კვლავ გაანათხოვა - ამჯერად ხეტაფეში. სამეფო კლუბის ხელმძღვანელებს სურთ, რომ 19 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და რაკი ვილიარეალში თავად კუბოც უკმაყოფილო იყო, იჯარა ნაადრევად შეწყდა.

კუბო ვილიარეალში აგვისტოდან იყო განათხოვრებული, მაგრამ იშვიათად ათამაშებდნენ. რეალმა ხეტაფესთან შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა. ვილიარეალის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის იგი ბოლო მატჩებში საერთოდ არ გამოუყენებია.

“მე მას ვესაუბრე და ვკითხე, მართალი იყო თუ არა ცნობები იმის შესახებ, რომ გუნდიდან წასვლა სურდა. კუბომ დამიდასტურა, რომ უკმაყოფილო იყო უთამაშებლობით და გამოსავალს ეძებდა,” - ეს ემერის სიტყვებია. 

კუბო ბავშვობაში ბარსელონას ფეხბურთელი იყო - მას მაშინ “იაპონელ მესის” უწოდებდნენ. შემდეგ ტოკიოში გადავიდა, საიდანაც რეალმა 2019 წლის ზაფხულში წაიყვანა. ‘სამეფო კლუბის’ ფორმით იაპონელს ჯერ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. კუბოს რეალთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები