- ნანტის თავკაცმა ტრანსფერებზე საუბრისას შარშან გარდაცვლილი მარადონა ახსენა
- საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს წინ მძიმე ბრძოლები ელოდება
ნანტის მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა კლუბის სატრანსფერო გეგმებზე საუბრისას, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიეგო მარადონაც ახსენა.
საუბარი ლიონის ნახევარმცველზე ჟეან ლუკას დე სოუზა ოლივეირას შეეხებოდა, რომელმაც გადასვლა ბრესტში ამჯობინა.
"ჟეან ლუკასი აქ არ არის, ის ბრესტშია. ვისურვებდი დიეგო მარადონას გაფორმებას, მაგრამ ის მკვდარია. ასეთია ცხოვრება. სატრანსფერო ფანჯრის დროს მეტისმეტად შებოჭილი ვარ", - განაცხადა 68 წლის სპეციალისტმა.
დეკემბრის ბოლოს ნანტმა მთავარ მწვრთნელად რაიმონ დომენიკის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. სპეციალისტი გუნდს 2020/21 წლების ბოლომდე უხელმძღვანელებს. დომენეკი 2004-2010 წლებში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და მას 2006 წლის მუნდიალზე ვიცე-ჩემპიონობა მოაპოვებინა.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გასული წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ნანტმა ლიგა 1-ში ჩატარებულ 18 მატჩში 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციას იკავებს. გუნდს 8 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ლორიანს ანგარიშით 2:0 სძლია, თამაში აღარ მოუგია.
კომენტარები