Thumbnail

ბასილაშვილმა წყვილებშიც იმარჯვა - ზედიზედ მოგებული 5 გეიმი ანტალიაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბასილაშვილი/ბეგემანი 6:2, 6:3 აკოინი/ტურკერი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა წელი წარმატებულად დაიწყო

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 361 800 ევრო) ერთეულთა ბადეში წარმატებული სტარტის შემდეგ, პირველი წრე წყვილთა თანრიგშიც დასძლია.

ANTALYA OPEN-ის მერვედფინალში ბასილაშვილი და გერმანელი ანდრე ბეგემანი “უაილდ ქარდის” მქონე თურქებს – უმუტ აკოინსა და მერტ ნაცი ტურკერს გაეჯიბრნენ და 6:2, 6:3 იმარჯვეს. თამაში მხოლოდ 53 წუთს გაგრძელდა და საინტერესო იყო ისიც, რომ ქართულ-გერმანულმა დუეტმა მე-2 სეტში 1:3-ის მერე ზედიზედ 5 გეიმის მოგება მოახერხა.

ამგვარად, ბასილაშვილმა და ბეგემენმა მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც სავარაუდოდ, პირველი განთესვის მქონე ხორვატულ წყვილს გაეჯიბრებიან. ნიკოლა მეტკიჩი და მატე პავიჩი ჩეხ ირჟი ვესელისთანა და ავსტრიელ ტრისტან-სამუელ ვეისბორნთან შეხვედრაში ფავორიტებად მოიზრებიან.

შეგახსენებთ, რომ ანტალიის ტურნირის ერთეულთა ბადეში მსოფლიო რეიტინგში მე-40 ადგილზე მყოფმა ბასილაშვილმა იტალიელ ანდრეა არნაბოლდის 4:6, 7:5, 6:1 სძლია და ამით, 11-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. ნიკოლოზი მერვედფინალშიც ფავორიტად მოიაზრება, რადგანაც მისი მომავალი მეტოქე – თურქი ალტუგ ჩელიკბილეკი კლასიფიკაციაში მხოლოდ 309-ეა. ამ უკანასკნელმა საწყის შეხვედრაში პოლონელ კასპერ ჟუკს 7:6 (9:7), 7:5 სძლია. ბასილაშვილისა და ჩელიკბილეკის მატჩი 9 იანვარსაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები