- ზიდანს კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ დაავადება არ აღმოაჩნდა
- ლიგამ ფრანგ სპეციალისტს ოსასუნა-რეალის მატჩზე დასწრების უფლება მისცა
- მადრიდში თოვს - თეთრი 'სანტიაგო ბერნაბეუ' და ბედნიერი რამოსი
მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს ნება დართეს, გუნდს ლა ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში უხელმძღვანელოს. 9 დეკემბერს რეალი სტუმრად პამპლონაში ოსასუნას დაუპირისპირდება.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ფრანგმა სპეციალისტმა ლიგისგან შესაბამისი ნებართვა მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსზე ტესტირება ორჯერ ჩაიტარა და ყველა ჯერზე პასუხი უარყოფითი იყო.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს ცოტა ხნის წინ კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა და ამის გამო თვითიზოლაციაში გადასვლა დასჭირდა. ამ მიზეზით რეალის მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ვარჯიშიც გამოტოვა.

მადრიდის რეალმა ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 36 ქულის მოპოვება მოახერხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ლიდერი ატლეტიკოა, რომელსაც რეალზე 2 ქულით მეტი და 2 თამაშით ნაკლები აქვს. ოსასუნა 16 მატჩში მოპოვებული 14 ქულით ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებენ.
კომენტარები