Thumbnail

მადრიდში თოვს - თეთრი 'სანტიაგო ბერნაბეუ' და ბედნიერი რამოსი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანეთში ჰაერის უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა აღინიშნება
  • რეალმა დათოვლილი 'სანტიაგო ბერნაბეუს' ვიდეო გამოაქვეყნა
  • სერხიო რამოსი წელზემოთ გაშიშვლდა და ფიფქებს ენას უშვერს

ესპანეთში ბოლო დღეების განმავლობაში ჰაერის უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა აღინიშნება და ზოგიერთ რაიონში ის -30 გრადუსამდეც კი დაეცა. ამავდროულად, არ წყდება დიდთოვლობა. მადრიდში თოვლილია რეალის საშინაო არენა “სანტიაგო ბერნებეუ” და ამის ამსახველ ფოტოსა და ვიდეოს სამეფო კლუბის სოციალურ ქსელებში აქვეყნებს.

ცნობისთვის, ამჟამად "სანტიაგო ბერნაბეუზე" რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რეალი კი ამ სეზონში საშინაო მატჩებს "ალფრედო დი სტეფანოზე" ატარებს. ვარაუდობენ, რომ მადრიდული გუნდი “სანტიაგო ბერნაბეუს” უკვე მომავალი სეზონიდან დაუბრუნდება.

თოვლის მოსვლა პრობლემებს სულაც არ უქმნის, მეტიც, სახალისო განწყობაზე აყენებს მადრიდის რეალის კაპიტან სერხიო რამოსს. 34 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის მოედანზე შიშველი ტორსით იმყოფება და ფიფქებს ენას უშვერს.

მადრიდის რეალს ლა ლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ლიდერი ატლეტიკოა, რომელსაც 2 ქულით მეტი და 2 თამაშით ნაკლები აქვს. მომდევნო ტურში ზინედინ ზიდანის გუნდი სტუმრად ოსასუნას უნდა დაპირისპირდეს, თუმცა მანამდე დაიწერა, რომ 9 იანვარს დაგეგმილი მატჩი დიდთოვლობის გამო შესაძლოა გადაიდოს კიდეც.

კომენტარები

ბოლო ამბები