Thumbnail

სიმეონე არგენტინის ნაკრებში - ასოციაცია დიეგოს მთავარ მწვრთნელად განიხილავს

  • ატლეტიკოს არგენტინელი თავკაცის მიწვევა მის სამშობლოში სურთ
  • 50 წლის სპეციალისტი ლიონელ სკალონის შემცვლელად განიხილება

არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დიეგო სიმეონეს განიხილავს, რომელიც ამჟამად მადრიდის ატლეტიკოს წვრთნის. ინფორმაციას ამის შესახებ El Chiringuito ავრცელებს.

50 წლის არგენტინელ სპეციალისტს ესპანულ კლუბთან ხელშეკრულება 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი ამ დროისთვის ლიონელ სკალონია.

დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოს 2011 წლიდან წვრთნის და დეკემბრის ბოლოს გუნდის თავკაცის თანამდებობაზე საიუბილეო, მე-500 მატჩიც ჩაატარა. მისი ხელმძღვანელობით ატლეტიკომ ესპანეთის ჩემპიონატში (2013/14 წლები) გაიმარჯვა, მოიგო ქვეყნის თასი (2012/13) და სუპერთასი (2014). "ჩოლომ" მადრიდელებს ორ-ორჯერ ევროპალიგა (2011/12, 2017/18) და უეფას სუპერთასი (2012, 2018) მოაგებინა, ორჯერ კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

42 წლის სკალონიმ ალბისელესტეს  2019 წლის კოპა ამერიკის ბრინჯაო მოაგებინა

მადრიდის ატლეტიკოს 38 ქულა აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეშია. 9 იანვარს სიმეონეს გუნდს შინ ბილბაოსთან დაპირისპირება ელის.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, 10 ქულა აქვს და ცხრილსი მხოლოდ ბრაზილიას (12) ჩამორჩება. სკალონის გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო მატჩი 26 მარტს, შინ ურუგვაისთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები