Thumbnail
  • ლიონი 24:20 მონპელიე
  • ლევან ჩილაჩავამ ლიონს ლელო დაუდო, ხოლო გელა აფრასიძემ გარდასახვა გაიტანა

ლიონსა და მონპელიეს შორის TOP 14-ის მე-7 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. სტუმართა რიგებში მიხეილ ნარიაშვილმა, ლევან ჩილაჩავამ და გელა აფრასიძემ ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყეს - ნარიაშვილმა 40 წუთს ითამაშა, ჩილაჩავამ მინდორზე 60 წუთი გაატარა, ხოლო აფრასიძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ორ ქართველს მატჩი უქულოდ არ დაუტოვებია. ლევანმა მატჩის 33-ე წუთზე ლელო დადო, რომელიც გელა აფრასიძემ გარდასახა. გარდა ამისა, აფრასიძემ მონპელიეში 11 ნომრის პოზიციაზე ითამაშა. მოგეხსენებათ, რომ გელა 9 ნომერზე თამაშობს და მწვრთნელის გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო.

მონპელიე რთულ მდგომარეობაშია. მათ 18 ქულა აქვთ და საპლეიოფო ზონას 15 ქულით ჩამორჩებიან. ქართველების გუნდი მომდევნო ტურში ბრივს შეხვდება, სადაც რამდენიმე ქართველი მორაგბე თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები