Thumbnail
  • ტენერიფე 115:85 სასარი
  • შერმადინმა 19 ქულა ჩააგდო და MVP გახდა 

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში სასარის უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიში გაანადგურა. ესპანელებმა იტალიურ გუნდს 30 ქულით მოუგეს - 115:85.

შერმადინმა პარკეტზე 19:51 წუთი ითამაშა, რა დროშიც 19 ქულას, 6 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა.

ტენერიფეს 5 ტურში 9 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. ესპანელები ბოლო ტურში ბაკენ ბეარსს ხვდებიან. შერმადინის გუნდს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური განაღდებული აქვს. აღსანიშნავია, რომ ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების საკუთარი რეკორდი მოხსნა.

კომენტარები

ბოლო ამბები