Thumbnail

დიდი ტრაგედია - გაგრას ფეხბურთელი ძმამ მოკლა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საბურთალოს ფეხბურთელი მიშო ახლოური ძმამ ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა
  • დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა, მიშო გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გაირკვა, მოკლული 19 წლის მიშო ახლოურია, რომელიც საფეხბურთო კლუბ საბურთალოს აკადემიის ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლოს გაგრას მეორე გუნდში თამაშობდა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ძმას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. ფეხბურთელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს. მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო, რომელიც 2020 წლის ზაფხულში მოკლეს

19 წლის მოკლული მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილი მეგობარი იყო

📌 მოკლული მიშო ახლოური გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო. 6 თვის წინ ის რეაქციის სტუმარი იყო და შაქარას იხსენებდა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Wednesday, January 6, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები