Thumbnail

იოზილმა კონტრაქტი შეათანხმა - მესუთი თურქეთში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მესუთ იოზილი კარიერას თურქულ ფენერბაჰჩეში გააგრძელებს
  • მან სტამბოლურ გუნდთან 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

თურქული მედიის ინფორმაციით, ლონდონის არსენალის ფეხბურთელი მესუთ იოზილი კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს. მან კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. იოზილმა ფენერთან 3,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

არსენალი ფეხბურთელს მომდევნო 6 თვის ხელფასს გადაუხდის. მესუთი კვირაში 350 ათასს ფუნტ სტერლინგს იღებს, ხოლო ახალი სეზონიდან ფენერბაჰჩე მას წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიცემს. თურქულმა მედიამ 32 წლის მესუთის საცხოვრებელი ადგილიც გაიგო. მან სტამბოლში სახლი უკვე შეარჩია.

მესუთი არსენალში 2013 წლიდან თამაშობდა. ის ლონდონურ კლუბში მადრიდის რეალიდან გადავიდა და არსენალთან ერთად 3-ჯერ FA CUP მოიგო, ერთხელ კი - სუპერთასი. იოზილის დამატება ამერიკულ დი სი იუნაიტედსაც სურდა, მაგრამ მესუთმა ფენერის ვარიანტი აირჩია.

კომენტარები

ბოლო ამბები