Thumbnail

მორაგბეები, რომლებსაც 2021-ში უნდა დავაკვირდეთ - სიაში კვესელაძეცაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • thexv.rugby-ს ჟურნალისტთა გუნდმა რამდენიმე ნიჭიერი მორაგბე გამოარჩია
  • მორაგბეები, რომლებსაც 2021 წელს უნდა დავაკვირდეთ - მათ შორის ქართველიცაა

Thexv.rugby-ს ჟურნალისტთა გუნდმა, რომელიც რამდენიმე კომპეტენტური ადამიანისგან შედგება, 2021 წლისთვის იმ მორაგბეთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც რაგბის ქომაგი უნდა დააკვირდეს.

სასიამოვნოა, რომ ამ მორაგბეებს შორის გიორგი კვესელაძეც მოხვდა, რომელიც უკვე ინგლისური გლოსტერის წევრია. გიორგიმ შემოდგომის ერთას თასზე ბრწყინვალედ იასპარეზა, რითიც ინგლისელების ყურადღება მიიქცია და ამ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კვესელაძე შემოდგომის ერთა თასზე მესამე ტურის საუკეთესო მორაგბე გახდა და ასევე მესამე ტურის საუკეთესო ლელოს ავტორი. მან ირლანდიის ნაკრებთან გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც მისი ლელო მთლიანად ტურნირის საუკეთესო ლელოდ დაასახელეს.

გლოსტერი 2021 წლის მეორე მატჩს ინგლისის პრემიერშიფში ნიუკასლ ფალკონსის წინააღმდეგ გამართავს. კვესელაძის გუნდმა პირველი მატჩი სეილ შარქსთან 19:22 დათმო. გლოსტერი ამ დროისთვის 6 ქულით მე-10 ადგილზეა და ჩემპიონატში გასავარდნ ზონას 2 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები