Thumbnail

'ერთხელ, ჰაიბერიზე მთვრალმა ვითამაშე' - ფერდინანდმა არსენალთან მატჩი გაიხსენა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 1996 წელს რიო ფერდინანდი განაცხადში შემთხვევით მოხვდა
  • 'ვლოცულობდი, რომ მწვრთნელს მოედანზე არ გავეყვანე'

მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა - რიო ფერდინანდმა მო გილიგანის პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ ერთხელ, პრემიერლიგაში, არსენალის წინააღმდეგ მთვრალმა ითამაშა.

მაშინ ფერდინანდი თინეიჯერი იყო და ვესტ ჰემ იუნაიტედის ღირსებას იცავდა. ფერდინანდი მატჩის განაცხადში არ უნდა ყოფილიყო, თამაშამდე სტადიონის ბარში სვამდა, თუმცა მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გასახდელიდან დაუძახეს.

ახალაზრდა ფერდინანდი ვესტ ჰემში თამაშისას

"ახალგაზრდობაში ძალიან ბევრს ვსვამდი, 10 კათხა ლუდის მერე შემეძლო, არაყზე გადავსულიყავი. არსენალთან მატჩამდე ფეხბურთელების ლოჟაში ვიჯექი და ვსვამდი... უცებ, კლუბის ადმინისტრატორი მოვიდა 'რიო, ფუტრე გამოგვაკლდა, უნდა გამოიცვალო' - მეუბნება..."

"სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და ვლოცულობდი, რომ მწვრთნელს მოედანზე არ გავეყვანე. მაგრამ ლოცვამ არ გაჭრა, მეორე ტაიმში ბერგკამპის წინააღმდეგ სათამაშოდ მთვრალი გავედი. მახსოვს, კუთხურზე იან რაიტს ვიყვანდი, რომელიც გაჩერდა და უცნაურად მომაშტერდა - ალბათ რაღაც იგრძნო."

ვესტ ჰემმა მატჩი 0:2 დათმო. თუმცა, მთვრალი ფერდინანდის ბრალი არცერთი გოლი არ ყოფილა, რადგან ორივე გოლი არსენალმა შეხვედრის პირველ ტაიმში გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები