- დავიდ ალაბას რეალში ტრანსფერი შეიძლება ჩაიშალოს
- როგორც ირკვევა, ავსტრიელი ზედმეტად მაღალ ხელფასს ითხოვს
ყველამ იცის, რომ მიუნხენის ბაიერნის მცველი დავიდ ალაბა მადრიდის რეალში გადასვლასთან ახლოსაა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ავსტრიელის სამეფო კლუბში ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ დღეს დილიდან იწერება, რომ გარიგება, შესაძლოა, ჩაიშალოს.
საქმე ისაა, რომ ალაბა რეალს ძალიან მაღალ ხელფასს სთხოვს - იმაზე მეტს, ვიდრე კაპიტანი სერხიო რამოსი იღებს!

სხვადასხვა ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ალაბას აგენტი პინი ზაჰავის მოთხოვნაა, რომ ავსტრიელმა გადასახადების გარეშე წელიწადში 13 მილიონი ევრო აიღოს. თუ მადრიდული ამას დათანხმდება, დავიდ ალაბა კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. შედარებისთვის, რამოსი წელიწადში გადასახადების გამოკლებით 12 მილიონს იღებს. შედეგად, ესპანური მედია წერს, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. რეალი ალაბას მხოლოდ 10 მილიონს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბამ მიუნხენის ბაიერნის რამდენიმე წინადადებაზე თქვა უარი, რის შედეგადაც გადაწყდა, რეკორდმაისტერის ბოსებმა მასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყვიტეს. გერმანული პრესა წერდა, რომ ალაბას ისეთივე ხელფასი სურდა, როგორიც ბაიერნში რობერტ ლევანდოვსკის აქვს.
კომენტარები